საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030499090705416

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/92325 21 / დეკემბერი / 2016 წ.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს
ბატონ გოგი ბარბაქაძეს



ბატონო გოგი,

თქვენი 2016 წლის 8 დეკემბრის N07/3764 წერილის და „მონაცემების მიწოდების თაობაზე“  2016 წლის 12 იანვრის მემორანდუმის მე-7 მუხლის „7.1.“ პუნქტის გათვალისწინებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო თანახმაა, გაგრძელდეს აღნიშნული მემორანდუმი, იგივე პირობებით და მოცულობით, მომდევნო 1 (ერთი) წლით, თუმცა, გთხოვთ, გვაცნობოთ, ხომ არ აქვს ადგილი მემორანდუმის სამართლებრივი საფუძვლების ისეთ ცვლილებას, რამაც შესაძლოა განაპირობოს მემორანდუმში შესაბამისი ცვლილები.

 შეგახსენებთ, რომ მემორანდუმის მოქმედების გაგრძელებისათვის, ყოველი წლის ბოლოს, საჭიროა ზემოაღნიშნული პროცედურები, კერძოდ, მხარეებს შორის წერილობითი თანხმობა.

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე