საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030465286384916

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/17755 07 / მარტი / 2016 წ.
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს
დმანისის რაიონული განყოფილების
უფროსის მოვალეობის
შემსრულებელს ქალბატონ ლელა ჩხეტიანს


 

ქალბატონო ლელა

გაცნობებთ, რომ  სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დმანისის გამგეობას შორის 2016 წლის 12 იანვარს გაფორმდა მონაცემების მიწოდების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საგანს წარმოადგენს სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“  რეგისტრირებული 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების შესახებ ინფორმაციის (მონაცემების) მიწოდება გამგეობისათვის, ამავე მემორანდუმით გათვალისწინებული მოცულობით და პირობებით. კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება ხდება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 5 რიცხვისა და აღნიშნული მონაცემები ასახავს საანგარიშო თვის 1 (პირველი) რიცხვის მდგომარეობას.

აქვე, შეგახსენებთ სააგენტოს 2016 წლის 1 თებერვლის № 04/7580 წერილს, რომლის თანახმადაც, შიდა კორპორაციულ ქსელში (ე.წ. შეარინგში) განთავსდება ყოველთვიურად (ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით) განახლებადი მონაცემები „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახებისა და პირების შესახებ, რაიონების მიხედვით.

მიმდინარე ეტაპზე ერთჯერადად გიგზავნით, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით,  დმანისის მუნიციპალიტეტის ტეტოტორიაზე რეგისტრირებული იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ ინფორმაციას, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დმანისის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს (იხ. დანართის სახით) და გთხოვთ, შემდგომში უზრუნველყოთ შიდა კორპორაციულ ქსელში განთავსებული, ყოველთვიურად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება დმანისის გამგეობისთვის, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში და 2016 წლის 1 თებერვლის № 04/7580 წერილით გათვალისწინებული პირობებით.

 

 

 

პატივისცემით, 

 

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ტაბატაძე