KA030497549365016

№ 04-4658 18 / მარტი / 2016 წ.
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ავთანდილ ვასაძეს


ბატონო ავთანდილ,

თქვენი 2016 წლის 16 მარტის N04-4449 სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი ფაილური კატალოგების მიმართ ამ ეტაპზე შენიშვნები არ გაგვაჩნია. ამასთან, მიზანშეწონილად ვთვლით ფუნქციონალური დეპარტამენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადასინჯავს ფაილურ კატალოგებში ასახული პერსონალური მონაცემების, აგრეთვე, ელექტრონული ფორმით დაცული ზოგიერთი ინფორმაციის (მაგალითად, ოჯახის დეკლარაციები, ფორმა N3 და სხვა)  მოცულობას და შენახვის ვადებს.

პატივისცემით,

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ტაბატაძე