საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030411431827317

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/66106 23 / ოქტომბერი / 2017 წ.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს
ბატონ გოჩა გოჩიტაშვილს


ბატონო გოჩა,

თქვენს 2017 წლის 16 ოქტომბრის N010/1/5332 წერილთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის მე-51 პუნქტის საფუძველზე, გიგზავნით,  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან“ (შემდგომში -„ბაზა“) კომპეტენციის ფარგლებში დამუშავებულ ინფორმაციას. კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში, 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, „ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების/პირების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, მიღებული ინფორმაცია საჭიროა დამუშავდეს მხოლოდ  კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

დანართი: 1 (ერთი) Excel-ის ფაილი

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე