საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030418404949516

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/9889 09 / თებერვალი / 2016 წ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების
მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეს
ბატონ კახა ოქროჯანაშვილს

მისამართი: თბილისი, ინგოროყვას ქ.N7


ბატონო კახა,

თქვენი 2016 წლის 26 იანვრის N124 (N8303, 27.01.2016 წ.) წერილის პასუხად, გიგზავნით ინფორმაციას, 2016 წლის  2 თებერვლის  მდგომარეობით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების რაოდენობის თაობაზე, რომელთაც ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ  "გაზის წყლის გამათბობელი" ან  "გაზის გამათბობელი" (იხ. დანართის სახით).

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში 2015 წლის 22 მაისის №01-14/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით, 2015 წლის 1 მაისიდან, ოჯახის დეკლარაცია აღარ მოიცავს ოჯახის მოძრავი ქონების ჩამონათვალში გაზის წყლის გამათბობელს/გამათბობელ ავზს და ასეთი სახის ნივთებს ოჯახის ქონების ინდექსის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებული  „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ შესაბამისად  გამოთვლისას, რაიმე მნიშვნელობა არ ენიჭება.   

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ 2015 წლის მიხედვით დამუშავებული ინფორმაცია, შეიძლება არ ასახავდეს ასეთ ოჯახებში დღეს არსებულ ზუსტ ქონებრივ (გაზის წყლის გამათბობებლი/გამათბობელი ავზი) მდგომარეობას.

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე