|
||||
|
||||
|
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ირაკლი ტაბატაძეს |
||||
|
|
||||
|
ბატონო ირაკლი, თქვენი 2016 წლის 12 იანვრის № 04-391 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, რომელიც ეხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გადმოგზავნილ (21.12.2015, N01/98109), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 17 დეკემბრის N10/80850 წერილით დასმულ მოთხოვნას, გარკვეული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ შემდეგს: მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილება, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულია პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძვლები და უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის პრიორიტეტები („..წესის“ მე-2 მუხლი). მითითებული საფუძვლებიდან და პრიორიტეტებიდან, არც ერთი მათგანი არ არის უშუალო კავშირში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად სერვისებთან (ცნობისათვის, გიგზავნით მითითებულ დადგენილებას და მის საფუძველზე დამტკიცებულ, განაცხადის ფორმას უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ). თუმცა, უსახლკაროდ რეგისტრაციის განაცხადი, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მითითებით, მოიცავს ავტორის ინფორმირებულ თანხმობას, „..წესის“ მე-2 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს მისი ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა ადრესირებულია ისეთი ორგანოების სახელზე, რომლებიც კომპეტენტურნი არიან, დაადასტურონ ინფორმაცია პირის დევნილობის, ფინანსური შემოსავლებისა და საზღვრის ინტენსიური კვეთის თაობაზე, ხოლო ასეთი პირის რეგისტრაციისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ (თუ ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში), ინფორმაციის გადამოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული ან მმართველობაში შემავალი ორგანოების მეშვეობით. გარდა ამისა, მერიის მიერ ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნილია განსაზღვრული ფორმატით, საიდანაც, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემას შეიძლება დაექვემდებაროს ინფორმაცია პირის იმ ფაქტობრივი მისამართის თაობაზე, რომლის მიხედვითაც განხორციელებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ მისი ოჯახის რეგისტრაცია, სარეიტინგო ქულა, ოჯახის წევრთა რაოდენობა და უშუალოდ ამ პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში (თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში განმცხადებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ოჯახის წევრი და ამ ოჯახების სარეიტინგო ქულა-განსხვავებული. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაცემის საკითხი დამოკიდებულია მისი დამუშავების შესაძლებლობაზე). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილების დანართით, გათვალისწინებულია მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მიზანშეწონილად ვთვლით, ასეთი ინფორმაცია სააგენტოსაგან გაიცეს მხოლოდ განმცხადებელი პირების თაობაზე, მინუციპალიტეტიდან მოწოდებული სიის გათვალისწინებით. ყურადსაღებია, რომ ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაში, რაც აღნიშნულია მონაცემთა სუბიექტის თანხმობაში, არ იგულისხმება ოჯახის წევრების პირადი მონაცემები. პერსონალურ მონაცემთა ამგვარი გაცვლის ურთიერთობებში მხარეთა უფლებამოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრის მიზნით, სასურველი იქნება თანამშრომლობა მემორანდუმის ან შეთანხმების გაფორმების გზით. აქვე გასათვალისწინებელია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც შესაძლებელია გახდეს წინამდებარე მიზნით გასაფორმებელი მემორამდუმის/შეთანხმების ერთ-ერთი პირობა. პატივისცემით,
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ ვასაძე |