| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი ,,კათარზისის” პრეზიდენტს ბატონ ზაურ ალადაშვილს მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის N121 | ||||||||||||||||
ბატონო ზაურ, თქვენი 2016 წლის 8 აპრილის N39036 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან,, წვდომას, გაცნობებთ შემდეგს: საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მიეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი). „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, ხოლო პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ადგილი არ აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებს და სახეზე არ გვაქვს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული საფუძველი, სააგენტო მოკლებულია თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
პატივისცემით,
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |