საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030436891028416

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/84966 16 / ნოემბერი / 2016 წ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- თბილისის“ თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი აბესაძეს

მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი 2


ბატონო ირაკლი,

თქვენი 2016 წლის  9 ნოემბრის N114465 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

ქ. თბილისში, 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით,  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია:

- 104,509 პირი, რომლის ოჯახის   სარეიტინგო ქულა არ აღემატება  70 000-ს;

- 29,728 პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 70 000- დან 100 000-მდე;

- 96,956 პირი. რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს ან აღემატება 100 000-ს.

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში არსებული სტატისტიკური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ssa.gov.ge).

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე