|
||||
|
||||
|
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ მაია მაღლაკელიძე-ხომერიკს |
||||
|
|
||||
|
ქალბატონო მაია, თქვენს 2016 წლის 20 მაისის N04-9040 სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენთვის ცნობილია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი შეიქმნა და ფუნქციონირებს 2015 წლის სექტემბრის თვიდან. სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებული ინფორმაცია იმ პირების თაობაზე, რომლებსაც შეუწყდათ კერძო სადაზღვევო კონტრაქტები, აისახებოდა „ჯანმრთელობის დაცვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში (HMIS)”, რომლის ადმინისტრირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს სათანადო წესით სააგენტოსათვის გადმოცემის შემდეგ. ამდენად, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია მხოლოდ აღნიშნულ სისტემაში ასახული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, „ჯანმრთელობის დაცვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში“ მამუკა ცქიტიშვილისათვის (პ/ნ 01026000595) კერძო დაზღვევის შეწყვეტა, სადაზღვევო კომპანია „ირაო“-დან მიღებული მონაცემებით, პროგრამულად დაფიქსირებულია 2014 წლის 3 ივნისს. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის უცნობია, როგორი ფორმით ხორციელდებოდა სადაზღვევო კომპანიებიდან მსგავსი ინფორმაციის მიღება და რა პირობებით აისახებოდა იგი მითითებულ სისტემაში. ამდენად, მოკლებულნი ვართ სხვა სახის ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობას.
პატივისცემით,
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ტაბატაძე |