| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეს ბატონ მირონ ჩიგოგიძეს მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ.75 | ||||||||||||||||
ბატონო მირონ, თქვენი 2016 წლის 3 ნოემბრის N1791/02-02-22/04-01 (N113430, 07.11.2016 წ.) წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ოჯახის დეკლარაციაში“ ოჯახის წევრის მონაცემები „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების“ სტატუსის მიხედვით არ აღირიცხება. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენთვის საჭირო ინფორმაცია დაგიდასტუროთ თქვენი მხრიდან მონაცემთა სუბიექტების (ვეტერანები) მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (პირადი ნომრის მიხედვით) შემცველი რეესტრის წარმოდგენის შემთხვევაში.
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მოდებაძე |