საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030422089067116

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/41238 27 / მაისი / 2016 წ.
სსიპ-გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის,
მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის
დირექტორს ქალბატონ მზია ქუთათელაძეს

მისამართი: თბილისი, გოთუას ქ. N3


 

ქალბატონო მზია,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ­­გადმოგზავნილი (07.04.2016 წ. N MES 9 16 00352931)  თქვენი 2016 წლის 31 მარტის N MES 7 16 00320195 წერილის პასუხად, გაცნობებთ:

საკითხთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოგეგზავნათ 2016 წლის 5 აპრილის N04/27329 წერილი, რომლითაც გაცნობებდით, რომ აღნიშნული ელექტრონული მოდული სააგენტოსათვის გადმოცემის ეტაპზეა და გამოვთქვამდით მზადყოფნას, პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენი მომართვის საფუძველზე, განახლებულიყო საკითხის განხილვა.

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული არამატერიალური ძირითადი აქტივის - „ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა  (HMIS)”-ს სარგებლობაში გადმოცემა, რომელიც, თავის მხრივ, მთელ რიგ მოდულებთან ერთად,  მოცავს „მარაგების მართვის მოდულსაც“.

ამ ეტაპზე, დამატებით, ზუსტდება გარკვეული იურიდიული საკითხები, რის შემდეგაც, აღნიშნული სისტემით სარგებლობის მიზნით დაინტერესებული პირების მომართვის შემთხვევაში, სააგენტო ითანამშრომლებს მათთან კანონმდებლობის დაცვით,  ინდივიდუალური წერილობითი შეთანხმებების (ხელშეკრულება) საფუძველზე.

პატივისცემით, 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე