საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030450536578017

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/57469 11 / სექტემბერი / 2017 წ.
საქართველოს პარლამენტის წევრს
ქალბატონ ნინო გოგუაძეს
makagrigalashvili@yahoo.com


ქალბატონო ნინო,

თქვენს 2017 წლის 29 აგვისტოს N10988/3-22 წერილთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

საქართველოს კონსტიტუციის 41- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთანმის ფინანსებთან  ან  სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის  თანხმობის გარეშე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტის თანახმად,  ნებისმიერი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი), რომელიც უკავშირდება  იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას. ამ საფუძვლების გარეშე, მესამე პირისათვის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლის პასუხისმგებლობას.

 გასათვალისწინებელია ისიც,  რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიხედვით, სააგენტო არ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს მარტოხელა მშობლების, მარჩენალდაკარგულებისა და მრავალშვილიანი ოჯახების აღრიცხვას.

აღნიშნული დებულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სააგენტო ამუშავებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზას“, სადაც ოჯახის დეკლარაციის მიხედვით, ფიქსირდება მარტოხელა დედა, ოჯახის შემადგენლობაში არსებული 3 და მეტი (18 წლამდე) არასრულწლოვანი წევრი.

გარდა ამისა, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს სოციალური პაკეტის  ადმინისტრირებას შესაბამისი კატეგორიის მარტოხელა და მარჩენალდაკარგული პირებისათვის, მათი მომართვის საფუძველზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც, მარტოხელა და მარჩენალდაკარგული განმარტებულია უშუალოდ სოციალური პაკეტის მიზნებისთვის.

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი სახის სტატისტიკური ინფორმაცია (რეგიონის/რაიონის, წლების, თვეების მიხედვით), საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია იხილოთ  სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ssa.gov.ge), შესაბამის ბმულზე -„სტატისტიკა“.

 

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე