| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ მამუკა შუბითიძეს | ||||||||||||||||
ბატონო მამუკა, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 25 თებერვლის N01/42907 წერილს, პერსონალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2015 წლის 1 დეკემბერს, მარნეულის რაიონული განყოფილებიდან, ფატმა ბაირამოვას მომართვის საფუძველზე, სააგენტოს საძიებო სისტემიდან გაიცა ელშან კასუმოვის (პ/ნ 28001067978) პერსონალური ინფორმაცია (ელექტრონული ამონაბეჭდის სახით). საქმის წარმოების მიზნებისათვის, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ამ ქმედების ფაქტობრივი (ზეპირი ან წერილობითი მომართვის საფუძველზე) და სამართლებრივი საფუძვლების (სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც გაიცა ინფორმაცია) შესახებ, გაცემის მიზნის და გამცემი პირის ვინაობის ჩვენებით. გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების დართვით (არსებობის შემთხვევაში). პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |