| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ნინო ოდიშარიას ასლი: ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს ქალბატონ სოფიო უმიკაშვილს | ||||||||||||||||
ქალბატონო ნინო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის 2017 წლის 11 იანვრის N08-3/494 წერილის პასუხად, გაცნობებთ, რომ „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის №79/№01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე, სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებებს ღებულობს სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორული სამსახური. ამავე წესის მე-15 მუხლის თანახმად, აღნიშნული სააგენტო უზრუნველყოფს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ელექტრონული რეესტრის წარმოებას (რეესტრის ფორმირებასა და მასში ცვლილებათა ასახვას). სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო არ ახორციელებს უშუალოდ მარტოხელა მშობლის სტატუსზე დამოკიდებული რაიმე სახის ბენეფიტის ადმინისტრირებას. შესაბამისად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე, ცალკე, მონაცემთა ბაზის სახით, არ ამუშავებს უშუალოდ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების შესახებ ინფორმაციას. აქვე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-7 მუხლის თანახმად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, ოჯახის დეკლარაციის შესაბამის ბლოკში („სპეციალური სტატუსი და კატეგორია“), დაფიქსირებულ მარტოხელა დედათა რაოდენობის შესახებ, თუმცა განვმარტავთ, რომ აღნიშნული წესით მოცემულია მხოლოდ „მარტოხელა დედის“ (და არა მშობლის) განმარტება (პირი, რომელსაც არ ჰყოლია მეუღლე ან ქვრივია და ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ, რომ ოჯახის დეკლარაციის შესაბამის ბლოკში („სპეციალური სტატუსი და კატეგორია“), დაფიქსირებულია 4 379 „მარტოხელა დედა“. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |