საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030429234304517

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/56425 05 / სექტემბერი / 2017 წ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გლდანის კენტი მიკრო რაიონების მაჟორიტარ დეპუტატს
ბატონ მურთაზ შელიას

მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი 2


ბატონო მურთაზ,

თქვენს 2017 წლის 22 აგვისტოს N06-7/1073 (N85910, 23.08.2017 .) წერილთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

საქართველოს კონსტიტუციის 41- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთანმის ფინანსებთან  ან  სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის  თანხმობის გარეშე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტის თანახმად,  ნებისმიერი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი), რომელიც უკავშირდება  იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას. ამ საფუძვლების გარეშე, მესამე პირისათვის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლის პასუხისმგებლობას.
            გასათვალისწინებელია ისიც,  რომ 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიხედვით, სააგენტო არ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს მარტოხელა დედების (მათ შორის მარტოხელა დედების, რომლებსაც საკუთარ გვარზე ჰყავთ შვილები) და მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის აღრიცხვას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

 

პატივისცემით,

 

 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე