საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030410696309317

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/3525 23 / იანვარი / 2017 წ.
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მარტვილის ჰოსპიტალის დირექტორს
ბატონ გრიგოლ ხორავას

მისამართი: მარტვილი, მშვიდობის ქ. 111


ბატონო გრიგოლ,

თქვენი 2017 წლის 13 იანვრის N4021 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 სექტემბრის N34 დადგენილებით დამტკიცებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალის“  N1 დანართში, საელიაო, ნალეფსაო, ქვაითი და ნახარებაო აღნიშნულია, როგორც ქალაქ მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „მუნიციპალიტეტების რეესტრშიც“ მითითებული ადმინისტრაციული ერთეულები დაფიქსირებულია, როგორც სოფლები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირებადი ბაზები ასახავს დღეის მდგომარებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ მდომარეობას.

პატივისცემით,

 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე