საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030431409924117

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/2158 13 / იანვარი / 2017 წ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოვალეობის შემსრულებელს
ბატონ გიორგი გოროზიას

მისამართი: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ. N10


ბატონო გიორგი,

თქვენს 2016 წლის 30 ნოემბრის N121390 (N2269, 29.11.2016 წ.) წერილთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 სექტემბრის N34 დადგენილებით დამტკიცებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალის“  N1 დანართში, საელიაო, ნალეფსაო, ქვაითი და ნახარებაო აღნიშნულია, როგორც ქალაქ მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „მუნიციპალიტეტების რეესტრშიც“ მითითებული ადმინისტრაციული ერთეულები დაფიქსირებულია, როგორც სოფლები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირებადი ბაზები ასახავს დღეის მდგომარებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ მდომარეობას.

 

პატივისცემით, 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე