საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030456911339417

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/21397 05 / აპრილი / 2017 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ მარინა დარახველიძეს

ასლი: სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ მაია მაღლაკელიძე-ხომერიკს



ქალბატონო მარინა,

თქვენს 2017 წლის 16 მარტის N01/15949 წერილთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 სექტემბრის N34 დადგენილებით დამტკიცებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალის“  N1 დანართში, საელიაო, ნალეფსაო, ქვაითი და ნახარებაო აღნიშნულია, როგორც ქალაქ მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „მუნიციპალიტეტების რეესტრშიც“ მითითებული ადმინისტრაციული ერთეულები დაფიქსირებულია, როგორც სოფლები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირებადი ბაზები ამ ეტაპზე ასახავს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ მდომარეობას.

დღეის მდგომარეობით, მოცემულ სოფლებში მცხოვრებ პირებს, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით სარგებლობისათვის, შეუძლიათ, ე.წ. „დამატებითი კონტიგენტის“ სტატუსით, რეგისტრაცია გაიარონ ამ კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლად ქ. მარტვილის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებში.

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე