KA030423381357117

№ 04-5510 20 / მარტი / 2017 წ.
სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელს
ბატონ გია აფხაზავას


ბატონო გია,

თქვენთვის ცნობილია, რომ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტომ შექმნა „მიზნობრივი მობილური აპლიკაცია" - http://ehealth.moh.gov.ge/MobilePortal/, რომელიც ემსახურება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სწორ შესწავლა/შეფასებას და ოჯახის დეკლარაციის  შევსების პროცესში ინფორმაციის მოძიების გამარტივებას.

  „მიზნობრივი მობილური აპლიკაციის“ ეფექტურად მუშაობის მიზნით, აუცილებელია მისი ტესტირება რამდენიმე მუნიციპალიტეტის ფარგლებში, რისთვისაც, გთხოვთ, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად ჩაებათ დაგეგმილ სამუშაოებში და გამოყოთ საკონტაქტო პირი.

გიგზავნით, ზემოაღნიშნული მობილური აპლიკაციის პრეზენტაციას და მისი გამოყენების დეტალურ აღწერილობას.

დანართი: 27 ფურცელი

 

პატივისცემით,

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
დიმიტრი ჩხეიძე