| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ბატონ ვალერიან ადამიას პ/ნ 01017023626 მისამართი: თბილისი ზ.ქიქოძის ქ. N 3 | ||||||||||||||||
ბატონო ვალერიან, თქვენი 2016 წლის 16 მარტის N28676 წერილის პასუხად, რომელიც ეხება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე გარკვეული ინფორმაციის მოთხოვნას, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებისმიერი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი), რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას. ამ საფუძვლების გარეშე, მესამე პირისათვის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლის პასუხისმგებლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად წერილში დაფიქსირებული საქველმოქმედო მიზნებისა, სააგენტო მოკლებულია თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |