KA030475161085716

№ 04-1980 08 / თებერვალი / 2016 წ.
იურიდიული დეპარტამენტის
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს
ბატონ თემურ ქარდავას


ბატონო თემურ,

თქვენი 2016 წლის 2 თებერვლის N04-1607 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომპეტენციის ფარგლებში და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანების გათვალისწინებით,  გიგზავნით, ქ. მცხეთის მიხედვით, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების შესახებ ინფორმაციას, რომელთა შემადგენლობაშიც ფიქსირდება 3 და მეტი (18 წლამდე) არასრულწლოვანი  წევრი (იხ. დანართის სახით).

ინფორმაცია ასახავს 2016 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

აქვე გთხოვთ, გაითვალისწინოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის კომპეტენცია და შემდგომში, ინფორმაციის მოთხოვნისას, მიუთითოთ მონაცემთა სუბიექტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი საფუძველი.

პატივისცემით,

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
დიმიტრი ჩხეიძე