საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030456761682616

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/87067 28 / ნოემბერი / 2016 წ.
საქარველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ნინო ოდიშარიას


   ქალბატონო ნინო,

 თქვენთვის ცნობილია, რომ  „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებსაქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილების საფუძველზემაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტებისთვის გარკვეული სოციალური შეღავათის გავრცელების მიზნითსსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ელექტროენერგიის განაწილების შესაბამის ლიცენზიანტ(ებ) აკისრიათ, კომპეტენციის ფარგლებში, გარკვეული საკითხების უზრუნველყოფის ვალდებულება.

ზემოაღნიშნული დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტებმა უნდა უზრუნველყონ  „მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების  (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები) შესახებ გარკვეული ინფორმაციის (აბონენტის ნომერი, პირადი ნომერი, გვარი) სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენა.

 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სავალდებულოა შეიცავდეს ზემოაღნიშნულ მონაცემებს, რათა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტომ მოახდინოს მისი შედარება სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსმაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრთან“.

საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში შემოსულია სსენერგო-პრო ჯორჯიას“  2016 წლის 17 ოქტომბრის N2218782 (N106937, 18.10.2016 .) და 2016 წლის 15 ნოემბრის N2219541 (N117362, 17.11.2016 .) წერილები, რომლებითაც ლიცენზიანტი გვაცნობებს, რომ მათ მონაცემთა ბაზებში არსებული დასახლებული პუნქტების დასახელებები არ შეესაბამება საჯარო რეესტრის დამისამართების სისტემასმათ ბაზებში არსებული პუნქტების საზღვრები არ ემთხვევა ოფიციალურ საზღვრებს, აბონენტთა ბაზის გარკვეულ ნაწილში არ არის დაფიქსირებული მომხმარებლის მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი) ასევე, საჭირო მონაცემების დიდ ნაწილს ლიცენზიანტი არ ფლობს ან არაზუსტია, არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რის გამოც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა შესაძლოა ვერ მიიღონ ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული სუბსიდია.

 სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პრობლემური საკითხების გადაწყევტის მიზნით შედგეს სამუშაო შეხვედრები და მონაცემების მოწოდების პირობებთან დაკავშირებით, მხარეებს შორის გაფორმდეს შეთანხმება (მემორანდუმი/ხელშეკრულება).   აღნიშნულის თაობაზე ეცნობა შესაბამის ლიცენზიანტებს.

 გიგზავნით, სსენერგო-პრო ჯორჯიას“  2016 წლის 17 ოქტომბრის N2218782 (N106937, 18.10.2016 .) და 2016 წლის 15 ნოემბრის N2219541 (N117362, 17.11.2016 .) წერილებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.

 

დანართი: 2 (ორი) ფაილი

 

პატივისცემით,

 

 

 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე