საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030424003680916

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

**/***********/**** *
საქართველოს პარლამენტის წევრს,
ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს
ბატონ მალხაზ წერეთელს




ბატონო მალხაზ,

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილებიდან გადმოგზავნილი (N04-06-04/674, 10.05.2016 წ.) თქვენი 2016 წლის N1129 (N3103, 06.05.2016 წ.) წერილის პასუხად, გიგზავნით ჩვენს ხელთ არსებულ სტატისტიკურ ინფორმაციას, 2016 წლის 16 მაისის მდგომარეობით (იხ. დანართის სახით)  და აქვე, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ღებულობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს.

ამავე წესის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები. განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

იმ ოჯახების გადამოწმება, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეფასებულია დღეის მდგომარეობით ძალადაკარგული მეთოდოლოგიით  (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 აპრილის N93 დადგენილება), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-121 მუხლის საფუძველზე, მიმდინარეობს ეტაპობრივად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის განმეორებითი შეფასება/გადამოწმება სხვადასხვა საფუძვლებით და მუდმივად მიმდინარე პროცესია, ამ ეტაპზე, სააგენტოს შეუძლია მოგაწოდოთ, მხოლოდ წინასწარ ცნობილი, ახალი მეთოდოლოგიით შესაფასებელი ოჯახების სტატისტიკური ინფორმაცია.

 

პატივისცემით,

 

 

 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე