| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ შოთა ხურცილავას მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ქ.N89/24 | ||||||||||||||||
ბატონო შოთა, თქვენი 2016 წლის 12 აპრილის N46/4 (N41327, 14.04.2016 წ.) წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას, ქურთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების შესახებ. ქურთის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ ინფორმაციის თქვენი მხრიდან სააგენტოსათვის მოწოდების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ მათი მონაცემების გადამოწმება და დადასტურება. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პერსონალური ინფორმაციის გაცემისათვის სავალდებულოა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ინფორმაციის მოთხოვნისას, დააზუსტოთ ამ მოთხოვნის მიზანი, მოცულობა და სამართლებრივი საფუძვლები.
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |