საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030457324151016

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/7580 01 / თებერვალი / 2016 წ.
სსიპ -სოციალური მომსახურების სააგენტოს
სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს


გაცნობებთ, რომ შიდაკორპორაციულ ქსელში (..შეარინგში) განთავსდება  ყოველთვიურად განახლებადი მონაცემებისოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშირეგისტრირებული ოჯახებისა და პირების შესახებ, რაიონების მიხედვით.

აღნიშნულ მონაცემებზე წვდომის უფლება განესაზღვრებათ, სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან შეთანხმებით, მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელების ბრძანებით სათანადოდ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც დაეკისრებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული ინფორმაციის კანონშესაბამისად გაცემაზე პასუხისმგებლობა.

ინფორმაცია ასახავს ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობას, რომლის განახლებაც მოხდება ყოველი თვის 5 რიცხვამდე.

აღნიშნული ბაზით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის.

ამასთან, ,,სოციალური  დახმარების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის  24 აპრილის  N126  დადგენილებით  დამტკიცებული ,,სოციალურად  დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე-ვ“ ქვეპუნქტებით, მე-7 და მე–8 მუხლების მე–3 პუნქტებით და ოჯახის დეკლარაციაზე ხელმოწერით გაცხადებული ოჯახის ინფორმირებული თანხმობით, გათვალისწინებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ასახული ინფორმაციის სხვა პირთათვის გაცემის პირობები, მათ შორის, მიზანი და  გასაცემი ინფორმაციის მოცულობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული ნორმები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების პირობები და სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჭიროებისამებრ, წერილობით დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, მიაწოდოთ მათ მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობის შესაბამისი ინფორმაცია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“.

აქვე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასამსახურებრივი მიზნით და კანონიერი საფუძვლების არარსებობის პირობებში, პერსონალური ინფორმაციის დამუშავება, მათ შორის, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

გთხოვთ, უზრუნველყოთ დაქვემდებარებული თანამშრომლების ინფორმირება ზემოაღნიშნულის თაობაზე და არ დაუშვათ შესაბამის მონაცემებზე გარეშე პირთა წვდომა.

 

პატივისცემით,

 

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ტაბატაძე