საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030498282042316

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/16685 02 / მარტი / 2016 წ.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის აღმასრულებელ დირექტორს ქალბატონ ირა ვიაზოვსკის

იურიდიული კომიტეტის ლიდერს ბატონ კონსტანტინე ბოკუჩავას

თბილისი, შმიდტის ქ. N76/80


თქვენი 2016 წლის 17 თებერვლის N28/0226-გ/ს (N17466, 17.02.2016 წ.) წერილის პასუხად, რომლითაც ითხოვთ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილებისათვის, გურჯაანის რაიონში მცხოვრები იმ ოჯახების სიის მიწოდებას, რომლებსაც, როგორც თქვენს წერილშია დაფიქსირებული 2013 წელსგაურკვეველი მიზეზების გამო გაუუქმდათ სოციალური სარეიტინგო ქულა“, გაცნობებთ შემდეგს:

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომსოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზისდა ფულადი სოციალრი დახმარების (საარსებო შემწეობა) ადმინისტრირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ითვალისწინებსსოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშიოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტას ან ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ცვლილებას.

გაურკვეველია, რას გულისხმობთსოციალური სარეიტინგო ქულის გაუქმებაში“, ოჯახებს, რომლებმაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შედეგად დადგენილი სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, დაკარგეს ფულად სოციალურ დახმარებაზე უფლება თუ ოჯახებს, რომლებსაც გარკვეული საფუძვლებით შეუწყდათ რეგისტრაცია  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“.

ამის მიუხედავად, განვმარტავთ, რომ  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულისოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესისმე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმადმონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

ამავე წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი), დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას, მიიღოს გადაწყვეტილება, სარეიტინგო ქულის არსებული წესით ცვლილების თაობაზე, რაც ეცნობება დაინტერესებულ მხარეს,  ხოლო მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ღებულობენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, ფულადი სახის სახელმწიფო გასაცემელს.

2015 წლის პირველი მაისიდან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის და/ან სააგენტოს ინიციატივით, მიუხედავად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიმართვისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების თაობაზე (ზემოაღნიშნული წესის მე-121 მუხლი).

ზემოაღნიშნული ნორმები ადგენენ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების წესსა და პირობებს, როგორც უმწეო ოჯახის, ასევე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით და სათანადო საფუძვლების არსებობისას, უზრუნველყოფილია დახმარების მაძიებელი ოჯახების მდგომარეობის გადამოწმება/შეფასება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ამდენად, თქვენს წერილში ხსენებულ ოჯახებს, ასეთი საფუძვლების არსებობისას, უფლება აქვთ, ინდივიდუალურად, მიმართონ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, ბაზაში რეგისტრაციისგადამოწმებისა და ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის მიზნით

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები სააგენტოს არ გააჩნია.

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე