| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ბატონ კონსტანტინე სულამანიძეს მისამართი: თბილისი, თ. აბულაძის 34 | ||||||||||||||||
ბატონო კონსტანტინე, გარკვეული პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე თქვენი 2017 წლის 26 აპრილის N203 (N42729, 27.04.2017 წ.) და მასზე დართული, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის 2017 წლის 24 აპრილის NS0417/10 წერილების პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები, მათ შორის, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ ეს საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-3 მუხლითა და მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტით, განისაზღვრა სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულება, მიიღოს საჭირო ზომები საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციაზე სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს შეუფერხებელი წვდომისათვის. კერძოდ, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმოეშვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, დაამუშაოს დაზღვეულთა პერსონალური ინფორმაცია მისთვის ზემოაღნიშნული დადგენილებით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. ამასთან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება (მ.შ., გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით) სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. ამდენად, კანონიერი საფუძვლებისა და მიზნების გარეშე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |