KA030427543036216

№ 04-12938 11 / ივლისი / 2016 წ.
სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ მაია მაღლაკელიძე-ხომერიკს


ქალბატონო მაია,

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში 2016 წლის 6 ივლისის N309 დადგენილებით   შეტანილი ცვლილებების და თქვენთან შეთანხმების გათვალისწინებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

შეთანხმებისამებრ, სააგენტოს ადმინისტრირებად შესაბამის ელექტრონულ ბაზებში, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებისათვის, 2016 წლის 7 ივლისიდან,  მოხსნილია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“  სარგებლობის შეზღუდვა.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე  დაზღვეული  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისათვის ასეთი შეზღუდვა შენარჩუნებულია, დადგენილების მე-4 მუხლის „თ1 ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

გთხოვთ მიიღოთ ცნობად.

პატივისცემით, 

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ტაბატაძე