|
||||
|
||||
|
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ მაია მაღლაკელიძე-ხომერიკს |
||||
|
|
||||
|
ქალბატონო მაია, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი განიხილავს სსიპ - „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 2015 წლის 18 დეკემბრის N06/5297 წერილს (იხ. დანართის სახით). ეპიდზედამხედველობის სისტემის მგრძნობელობის გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (EIDSS) და ,,ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების პროექტის“ (HSSP) ფარგლებში შემუშავებული ფინანსური მოდულის დაკავშირება. სამომავლოდ, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებამდე, საჭიროა განისაზღვროს იმ ინფორმაციის კატეგორია, რომელიც უნდა მიეწოდოს სსიპ - „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“. ზემოაღნიშნული მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი კომპეტენციიის შესაბამისად, უზრუნველყოფს საჭირო სერვისების გამართვას.
პატივისცემით,
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ტაბატაძე |