| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის დირექტორს, ბატონ მამუკა სამხარაძეს | ||||||||||||||||
ბატონო მამუკა, თქვენს 2016 წლის 6 ივნისის N01/141455 წერილთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციისა და წერილით გათვალისწინებული მოთხოვნის ფარგლებში, დანართის სახით, გიგზავნით ინფორმაციას 2014 წლიდან 2016 წლის მაისის თვის ჩათვლით პერიოდში: - ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279, 2014 წლის 2 დეკემბრის N650, 2015 წლის 30 ივნისის N308, 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებებით დამტკიცებული შესაბამისი წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები) და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურებებით მოსარგებლეთა შესახებ, შესაბამისი მომსახურების დაწყების თარიღის ჩვენებით; - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების შეფასების წესის“ თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებლების შესახებ, შესაბამისი განაცხადის მიღებისა და ოჯახის დეკლარაციის შევსების თარიღის ჩვენებით.
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |