საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030455140419916

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/52342 07 / ივლისი / 2016 წ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილეს
ბატონ ნიკოლოზ ბრეგვაძეს


ბატონო ნიკოლოზ,

თქვენი 2016 წლის 14 ივნისის N PDP 5 16 00000172  წერილის პასუხად, რომელიც ეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში შვილად აყვანილი ბავშვის (პ/ნ 01553013930) ჩართვისას გამოყენებულ პირად მონაცემებს, სააგენტოს 2016 წლის 27 ივნისის N04/49114 შუალედური წერილის გათვალისწინებით და  წერილში დასმული კითხვების შესაბამისად, დამატებით გაცნობებთ:

მითითებული პირადი ნომრის მქონე ბავშვი ჩართულ იქნა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებულ  „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის კომპონენტში - „ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე“.  მისთვის ამ კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება განხორციელებული აქვს შპს „მედიკალ სოფტს“ (იურიდიული მისამართი: თბილისი, .შარტავას .,N2ა).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-20 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-13 მუხლის თანახმად, ამ კომპონენტით სარგებლობისათვის არ იყო გათვალისწინებული  დაინტერესებული პირის წინასწარი მომართვა და თანხმობის წერილის/ვაუჩერის გაცემა. შესაბამისად, ბავშვის პროგრამაში ჩართვა განხორციელდა გეგმური მომსახურებისათვის დაინტერესებული პირის წინასწარი მომართვის, ე.ი. მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის (ე.წ. საგარანტიო წერილი ან პოლისი) გაცემის გარეშე, მხოლოდ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი (ამ შემთხვევაში, შპს „მედიკალ სოფტი“) დამოუკიდებლად უზრუნველყოფდა პროგრამის მოსარგებლისათვის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების N5.3 დანართით განსაზღვრული მოცულობის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და აღნიშნულის თაობაზე პროგრამის განმახორციელებელთან ანგარიშგებას, პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

ამდენად, მითითებულ ბენეფიციარზე,  გაშვილებამდე პერიოდზე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან თანხმობის/საგარანტიო წერილის გაცემა არ განხორციელებულა.

2012 წელს, იგივე პირადი ნომრით (შეცვლილი გვარით), ბავშვი ფიქსირდება „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის „იმუნოპროფილაქტიკის წარმოების - აცრა-ვიზიტების“ კომპონენტის მოსარგებლედ, შპს „23-ე პოლიკლინიკა-საოჯახო მედიცინის ცენტრში“ (იურიდიული მისამართი: თბილისი, ვეკუას ., N18).

გაშვილებამდე პერიოდზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ამ პირადი ნომრის მქონე პირზე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია ასევე გეგზავნებათ დანართის სახით.

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე