| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს ქალბატონ რიმა ბერაძეს მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი N2 | ||||||||||||||||
ქალბატონო რიმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გადმოგზავნილ (N01/66444, 31.08.2016 წ.) თქვენს 2016 წლის 06-7/1212 (N90152, 31.08.2016 წ.) წერილთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ, რომ მონაცემთა ბაზებიდან ვერ ხორციელდება კონკრეტულად ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების გამოყოფა. შესაბამისად, გიგზავნით ინფორმაციას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მიხედვით, 2016 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით: - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია 11 410 ოჯახი (32 008 პირი); - მათ შორის, ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) მიმღებია 5038 ოჯახი (14 574 ბენეფიციარი). პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |