საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030478696552016

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/92324 21 / დეკემბერი / 2016 წ.
ქალბატონ მარიამ რაზმაძეს
პ/ნ 01001099625
მისამართი: თბილისი, გლდანი, VI მ/რ კორ. 6 ბ. 66


ქალბატონო მარიამ,

თქვენი 2016 წლის 16 დეკემბრის N128064  წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

2016 წლის  სექტემბრის მდგომარეობით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია 403,194 ოჯახი (1,237,885 პირი), მათ შორის „საარსებო შემწეობის“ მიმღებია 145,945 ოჯახი (480,783 პირი), ხოლო 2016 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, „ბაზაში“ რეგისტრირებულია 397,511 ოჯახი (1,219,223 პირი), მათ შორის საარსებო შემწეობის მიმღებია 146,690 ოჯახი (484,135 პირი).

 აქვე გაცნობებთ, რომ 2016 წლის სექტემბრის თვიდან ნოემბრის თვემდე პერიოდში,  „სოციალურად დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია  შეუწყდა    10,500  ოჯახს (38,789 პირს).

დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია (რაიონების/ რეგიონების/ წლების /თვეების მიხედვით), შეგიძლიათ, იხილოთ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ssa.gov.ge), შესაბამის ბმულზე -„სტატისტიკა“.

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე