საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030464584702616

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/88557 05 / დეკემბერი / 2016 წ.
ქალბატონ სალომე ჩიტიას
პ/ნ 01001075072
მისამართი: თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ, კორპ.9, ბ.34


ქალბატონო სალომე,

თქვენი 2016 წლის  29 ნოემბრის N120844 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ გარკვეულ სტატისტიკურ ინფორმაციას, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია 389,165 ოჯახი (1,191,171 პირი),  მათ შორის, ნოემბრის თვეში „საარსებო შემწეობა“ გადაერიცხა 145,903 ოჯახს (483,241 პირს), ხოლო  2016 წლის განმავლობაში „საარსებო შემწეობის“ დაფინანსებისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს 247 806 929 ლარს.

 გაცნობებთ, რომ ნებისმიერი სხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია (წლების /თვეების მიხედვით), შეგიძლიათ იხილოთ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ssa.gov.ge), შესაბამის ბმულზე -„სტატისტიკა“.

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე