| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - „სიკეთის კვალი“ დამფუძნებელს ქალბატონ თეა ესიტაშვილს fund@siketiskvali.org | ||||||||||||||||
ქალბატონო თეა, თქვენი 2017 წლის 6 აპრილის N35546 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიხედვით, სააგენტო არ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვას, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის (რეგიონის/რაიონის, რეგისტრაციის/ფაქტობრივის) მიხედვით. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაცემლის ადმინისტრირებას (სოციალური პაკეტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია), რომლის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, კონკრეტული ბენეფიციარის მომართვის შესაბამისად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის მარტის მდგომარეობით, დანართის სახით, გიგზავნით: - რეგიონის/რაიონის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლების (სოციალური პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია) მიმღებ პირთა რაოდენობას ასაკობრივ ჭრილში; - მაღალმთიან და დაბალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელთა შემადგენლობაშიც ფიქსირდება 3 და მეტი (18 წლამდე) არასრულწლოვანი წევრი; - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების/პირების რაოდენობებს, რეგიონის/რაიონის და სარეიტინგო ქულების მიხედვით; ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია 4200 მარტოხელა დედა. ნებისმიერი სხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია (რეგიონების/რაიონების, წლების /თვეების მიხედვით), შეგიძლიათ იხილოთ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ssa.gov.ge), შესაბამის ბმულზე -„სტატისტიკა“. დანართი: 1 (ერთი) Excel -ის ფაილი
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |