|
||||
|
||||
|
სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების
დეპარტამენტის უფროსს ბატონ ირაკლი ტაბატაძეს |
||||
|
|
||||
|
ბატონო ირაკლი, თქვენი 2016 წლის 26 აპრილის N04–7603 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, რომელიც ეხება სს ,,თელასის” წერილს, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან” მათთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ შემდეგს: საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, ხოლო პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს კერძო პირთა პერსონალურ მონაცემებს და საჯარო დაწესებულება, რომელიც კანონით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, აგროვებს ან ინახავს ამა თუ იმ პირთა შესახებ ასეთ ინფორმაციას, ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებისა და კერძო პირებისაგან ამ ინფორმაციის დაცულობა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ადგილი არ აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებს და სახეზე არ გვაქვს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული საფუძველი, სააგენტო მოკლებულია დახმარების გაწევის სამართლებრივ შესაძლებლობას. წერილის ავტორს დამატებით შეგიძლიათ აცნობებთ, რომ წერილში გაცხადებული მიზნის განსახორციელებლად, მათ შეუძლიათ საჯარო გახადონ იგი და დაინტერესების შემთხვევაში, ბენეფიციარები შეძლებენ პირადად მიმართონ, ამასთან, მათ შესაძლებლობა ექნებათ წარუდგინონ ოჯახის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პატივისცემით,
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ ვასაძე |