საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030481844213816

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/73764 28 / სექტემბერი / 2016 წ.
ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამმართველოს უფროსს ქალბატონ სოფიო უმიკაშვილს



ქალბატონო სოფიო,

თქვენი 2016 წლის 21 სექტემბრის N 01/71423  წერილის პასუხად, რომელიც ეხება საჯარო ორგანიზაციებთან ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მეშვეობით ("მოქალაქის პორტალი - ჩემი ელექტრონული მთავრობა"-my.gov.ge) შემოსულ, ნინო ღვინაძის მოთხოვნას საჯარო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ შემდეგს:

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ფაილურ სისტემათა კატალოგები განთავსებულია საჯაროდ, ფაილური სისტემების კატალოგების რეესტრში, ვებ-გვერდზე - https://catalog.pdp.ge. მათში ასახულია განმცხადებლისათვის საჭირო ინფორმაცია და მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები.

აქვე გაცნობებთ, რომ  თითოეული მათგანის ადმინისტრირებასა და ანალიზს ახორციელებენ როგორც სააგენტოს ფუნქციონალური დეპარტამენტები (სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტი, სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტი, დასაქმების დეპარტამენტი, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი და სხვა), ასევე სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში. თითოეულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი.

ამასთან, სააგენტოს ვებ-გვერდზე  http://ssa.gov.ge, საჯარო ინფორმაციის ველში, განთავსებულია ზოგადი ინფორმაცია სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ, ინფორმაცია სააგენტოს საკადრო უზრუნველყოფის, მისი ხელმძღვანელების თაობაზე, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა,  მონაცემები სახელმწიფო ქონების, დაფინანსების, ხარჯთაღრიცხვის შესახებ და სხვა.

აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

პატივისცემით,    

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე