| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გელა ჯუგაშვილს მისამართი: ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქ. N49 | ||||||||||||||||
ბატონო გელა, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან გადმოგზავნილი (N04-10-02/1103, 03.05.2016 წ.) თქვენი 2016 წლის 25 აპრილის N02/40 (N2292, 25.04.2016 წ.) წერილის პასუხად, გიგზავნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილის თვის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი ოჯახების სტატისტიკურ ინფორმაციას, სადაც ოჯახის წევრებს უფიქსირდებათ თქვენს წერილში მითითებული სტატუსები (იხ. დანართის სახით). აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ოჯახის დეკლარაციაში, 2015 წლის 1 მაისიდან (2015 წლის 22 მაისის №01-14/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილება), აღარ აღირიცხება მკვეთრად გამოხატული ხარისხის (პირველი ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირის (ოჯახის წევრი) შესახებ მონაცემი. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო პირების შესახებ, დამუშავებულია ზემოაღნიშნულ პერიოდამდე შევსებული ოჯახის დეკლარაციების მიხედვით.
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |