| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ მერაბ ქვარაიას ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზ. N45 | ||||||||||||||||
ბატონო მერაბ, თქვენი 2016 წლის 15 მარტის N255 წერილის პასუხად, რომელიც ეხება ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის მოწოდებას, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: მოქმედი კანონმდებლობის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების გათვალისწინებით, მოთხოვნისამებრ, გიგზავნით, ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტატისტიკურ ინფორმაციას, 2016 წლის მარტის თვის მდგომარეობით (იხ. დანართის სახით). აქვე გაცნობებთ, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების თანახმად, სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისას, მნიშვნელობა ენიჭება მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს, ხოლო მაძიებლის მონაცემები დაავადებათა ნოზოლოგიების მიხედვით არ მუშავდება. შესაბამისად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, თქვენთვის საჭირო სხვა ინფორმაციას ამ პირთა შესახებ არ ფლობს. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |