საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030439548208417
№ 04-619/ო 01 / სექტემბერი / 2017 წ.


სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილისათვის - თენგიზ აბაზაძისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით ხელი მოაწეროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებასა და მაში შესატან ცვლილებ(ებ)ა და/ან დამატებ(ებ)ას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი ბაზებიდან, სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია და სოციაური პაკეტი) მიმღებ ფიზიკურ პირებზე გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას (გაცემას).

 

2. სააგენტოს დირექტორის მოადგილის თენგიზ აბაზაძის არყოფნის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დაევალოს მის მოვალეობის შემსრულებელს, თუ ცალკე ბრძანებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.

 

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე