საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030451502672417

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/8937 14 / თებერვალი / 2017 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს
ქალბატონ ნანი ალანიას


ქალბატონო ნანი,

თქვენი 2017 წლის 9 თებერვლის N01/8053 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილების ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან ვალდებულებების განხორციელების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების და მისი მოგვარებისთვის გატარებული ღინისძიებების შესახებ, გეცნობათ სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N04/94272 წერილით.

აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილების ფარგლებში დასმულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს 2017 წლის 31 იანვრის წერილით, ეცნობათ საქართველოს მთავრობის კანცელარიას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

დღეის მდგომარეობით, სუბსიდირების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის N381 დადგენილებში, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის N71 დადგენილებით, განხორციელდა ცვლილება და განისაზღვრა, რომ აბონენტები, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებით  გათვალისწინებული შეღავათით, ვერ ისარგებლებენ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის N381 დადგენილებით გათვალისწინებული სუბსიდიით.

აღნიშნული ცვლილება მოქმედებს 2017 წლის 1 თებერვლიდან. 2017 წლის იანვრის თვეში, შესაბამის აბონენტებს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში,  არ ჰქონდათ შეზღუდული სუბსიდიის მიღების უფლება ორივე დადგენილების ფარგლებში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა დაკონკრეტდა ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფლების/დასახლებების ჩვენებით.

სააგენტოს 2017 წლის 7 თებერვლის N04/7181 და  8 თებერვლის N04/7544  წერილებით, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტებს მოეთხოვათ მაღალმთიან დასახლებათა დაკონკრეტებული ნუსხის მიხედვით, შესაბამისი აბონენტების შესახებ ინფომაციის წარმოდგენა, სააგენტოს მხრიდან „ბენეფიციარად“ იდენტიფიცირების და 2017 წლის იანვრის და თებერვლის თვის შესაბამისი სუბსიდიის გადარიცხვის მიზნით.

აქვე გაცნობებთ, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს  სამუშაო პროცესი და წინასახელშეკრულებო ურთიერთობები.

გიგზავნით, საკითხთან დაკავირებით გატარებული ღონისძიებების ამსახველ მიმოწერას.

დანართი: 7 (შვიდი) ფურცელი

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე