| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს ბატონ მიხეილ ბოცვაძეს მისამართი: თბილისი, სანდრო ეულის ქ.N19 | ||||||||||||||||
ბატონო მიხეილ, „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილების საფუძველზე, მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტებისთვის გარკვეული სოციალური შეღავათის გავრცელების მიზნით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის, მონაცემების მოწოდების პირობებთან დაკავშირებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ, მიმდინარე წლის იანვრის და თებერვლის მდგომარეობით, „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) შესახებ ინფორმაცია, აბონენტის ნომრის, პირადი ნომრის და გვარის მითითებით. ამასთან, დანართის სახით, გიგზავნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას, ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლების/სოფლის მითითებით.
დანართი: 1 (ერთი) Excel - ის ფაილი
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |