| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
საქართველოს მთავრობის კანცელარიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს | ||||||||||||||||
მოგეხსენებათ, რომ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აბონენტების მიერ ყოველთვიურად (30 კალენდარული დღე) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 50%-ის ოდენობით ანაზღაურება, შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივი მოხმარების ოდენობიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტით მისადაგებული სამომხმარებლო ტარიფით გაანგარიშებული ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ერთ აბონენტზე თვეში 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა, რისთვისაც ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ლიცენზიანტებს ეთხოვათ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) შესახებ ინფორმაციის მიწოდება სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილებით გათვალისწინებული სუბსიდიის ადმინისტრირების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების პროცესში, წარმოიშვა რიგი პრობლემური საკითხები, რომელთა შესახებაც გაცნობებთ: 1. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ლიცენზიანტებთან მიმდინარე წლის იანვრის თვის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან დაისვა საკითხი, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით, ზოგადად, ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლებების მითითებით, წარმოდგენილი მუნიციპალიტეტები დაკონკრეტდეს დეტალურად, მათში შემავალი სოფლების/დასახლებების ჩვენებით და დაზუსტებული ნუსხა, დანართის სახით, დაერთოს გასაფორმებელ ხელშეკრულებას. სს „ენერგო – პრო ჯორჯიას“ არ მიაჩნია მიზანშეწონილად თვითონ იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით, მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დადგენილების დანართის 30-41 პუნქტებით გათვალისწინებულია მხოლოდ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები და არ არის განსაზღვრული მის საზღვრებში მდებარე დასახლებები. ამ საკითხის დასარეგულირებლად სააგენტომ წერილობით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაზედაც პასუხს ველოდებით; 2. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიული წინააღმდეგია მხარეთა შორის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ჩაიდოს ისეთი დებულება, რომელიც არეგულირებს მონაცემებში აღმოჩენილი ან/და „სუბსიდიის“ ადმინისტრირებისას დაშვებული „უზუსტობის“, ან/და ტექნიკური შეცდომის შემთხვევაში არასწორად გადარიცხული საბიუჯეტო თანხების უკან დაბრუნების საკითხს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უზუსტობა ან/და ტექნიკური შეცდომა გამოწვეულია თვითონ ლიცენზიანტის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილებით გათვალისწინებული სუბსიდიის ადმინისტრირების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ და არ გამორიცხავს ხარვეზებისა თუ უზუსტობების არსებობას. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში, არასწორად გაცემული საბიუჯეტო თანხების აღდგენის პროცესში, ლიცენზიანტის მხრიდან მონაწილეობაზე უარი, არამარტო გაართულებს, არამედ ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის საბიუჯეტო თანხების უკან დაბრუნების პროცესს. სააგენტო, არსებული საკადრო რესურსებისა და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს თითოეული აბონენტიდან ზედმეტად/არასწორად მიღებული სუბსიდიის თანხების ინდივიდუალურ ამოღებას; 3. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილებით სუბსიდიის დაფინანსების კუთხით, არ არის ცალსახად განსაზღვრული თუ რომელი საფეხურის სამომხმარებლო ტარიფით უნდა მოხდეს ბენეფიციარების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დაფინანსება. დადგენილების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 50%-ის ოდენობით ანაზღაურება, ხორციელდება ფაქტობრივი მოხმარების ოდენობიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტით მისადაგებული სამომხმარებლო ტარიფით გაანგარიშებული ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ერთ აბონენტზე თვეში 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის განსაზღვრულია სამი სხვადასხვა საფეხურის ტარიფი. შესაბამისად, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სუბსიდიის სახით ასანაზღაურებელი არაუმეტეს 100 კვტ.სთ ელექტოენერგიის საფასურის გამოთვლის მექანიზმი, მაშინ, როდესაც აბონენტის მიერ საერთო ჯამში მოხმარებულია მაგლითად: 201 კვტ.სთ-ზე ან/და 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მიმოწერები სხვადასხვა უწყებებს შორის და გამოთქმულია მოსაზრება, რომ სუბსიდიის გამოთვლა განხორციელდეს მხოლოდ პირველი საფეხურის ტარიფით, თუმცა, ნომრატიული აქტის დონეზე საკითხი ჯერ-ჯერობით არ არის დარეგულირებული, მაშინ როდესაც გამანაწილებელი ლიცენზიანტები ითხოვენ ამ საკითხის ერთმნიშვნელოვნად ასახვას ხელშეკრულებაში, მათი მხრიდან სუბსიდიის ოდენობის გამოთვლის მიზნით; 4. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილების შესაბამისად, სუბსიდიის მიმღებ ბენეფიციარად იდენტიფიცირება წარმოებს პირის პირადი ნომრის და გვარის საფუძველზე. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ლიცენზიანტებთან გამართულ ბოლო სამუშაო შეხვედრაზე, მათი მხრიდან დაფიქსირდა ბენეფიციარად იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემების არარსებობის და/ან არასტრუქტურიზებულად არსებობის საკითი; კერძოდ: სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ დააფიქსირა, რომ კომპანიაში არსებული ინფორმაცია არ შეიცავს აბონენტების პირად ნომერს და მათი აღრიცხვა წარმოებს მხოლოდ აბონენტის ნომრის, გვარის, სახელისა და მისამართის მიხედვთ. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან შეუძლებელია აბონენტების ბენეფიციარებად იდენტიფიცირება და სუბსიდიის გაცემა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჭირო ინფორმაციის მოწოდებას უზრუნველყოფს მხოლოდ არასტრუქტურიზებული ფორმით, კერძოდ, ერთ ველში შესაძლებელია ფიქსირდებოდეს ან არ ფიქსირდებოდეს აბონენტის სახელი, გვარი და/ან მამის სახელი. გარდა ამისა, ეს მონაცემები აგრეთვე შესაძლებელია არსებობდეს სხვადასხვა კომბინაციით. ლიცენზიანტი მონაცემების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობით (პირადი ნომრის და გვარის მიხედვით) მოწოდებაზე უარს აცხადებს. ზემოაღნიშნული პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გარეშე, შეუძლებელია სააგენტოს მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილი რეალიზაცია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილებით გათვალისწინებული სუბსიდია მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრიდან, პრობლემური საკითხები მოითხოვს უმოკლეს ვადებში დარეგულირებას, რისთვისაც, მოგმართავთ თანამშრომლობისთვის. გთხოვთ, ჩაერთოთ ზემოაღნიშნული საკითხების გადაწყვეტის პროცესში.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |