საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030438153836517

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/50538 03 / აგვისტო / 2017 წ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილეს,
ბატონ კახაბერ გულედანს


ბატონო კახაბერ,

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული რიგი სოციალური შეღავათების რეალიზაციას.

გაცნობებთ, რომ „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებას, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის N356 დადგენილებით დაემატა მთელი რიგი სოფლები, რაც განაპირობებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, ხსენებული კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებებს.

ყურადსაღებია, რომ, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის N536 დადგენილებით დამტკიცებული „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების“ მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად,  კონკრეტული დასახლებ(ებ)ის ნუსხაში შეტანის/დამატების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათების მიღების მიზნებისათვის, უნდა ამოქმედდეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებისთანავე. ამავე მიზნებისათვის, გამონაკლისის სახით, საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, დაშვებულია შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ნუსხაში დამატებული დასახლება ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით;

ბ)  თუ ნუსხაში დამატებული დასახლება მიეკუთვნება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს.

გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, დაგვიზუსტოთ, მიეკუთვნება თუ არა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 ივლისის N356 დადგენილებით მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში“ დამატებული სოფლები ზემოაღნიშნულ გამონაკლის კატეგორიას, რათა ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე, სააგენტომ განახორციელოს საჭირო სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილება და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათების რეალიზაცია.

პატივისცემით,

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე