საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030423601032217

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/59150 20 / სექტემბერი / 2017 წ.
სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
თავმჯდომარეს ბატონ სოსო გიორგაძეს


ასლი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს


  ბატონო სოსო,

თქვენთვის ცნობილია, რომ სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული N16/02-284 ხელშეკრულების საფუძველზე, ხორციელდება სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრი) არსებული ინფორმაციის სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდება. აღნიშნულ ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 21 სექტემბერს ეწურება მოქმედების ვადა.

დღეის მდგომარეობით, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რაც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის ზემოაღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. ამასთან, კვლავ სახეზეა სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაციის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები. აღნიშნული ურთიერთობების შედეგად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისების ეფექტურ და ოპერატიულ ადმინისტრირებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის აუცილებლობას წარმოადგენს ამ სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება.

გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ მოქმედი 2016 წლის 22 სექტემბრის  N16/02-284 ხელშეკრულების მე-13 მუხლის „13.2“  პუნქტის გათვალისწინებით,  მხარეთა ერთობლივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, განხორციელდეს მასში საჭირო ცვლილებები, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების კუთხით.


              პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე