საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030435682312217

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/65541 19 / ოქტომბერი / 2017 წ.
სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
თავმჯდომარეს ბატონ სოსო გიორგაძეს


ბატონო სოსო,

თქვენთვის ცნობილია, რომ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N262 დადგენილებით დამტკიცებულიდემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამისადმინისტრირების ორგანოს და უზრუნველყოფს ამ პროგრამის ფარგლებში, ფულადი დახმარების დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა, გადაანგარიშებას და ფულადი დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას.

აღნიშნული პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისათვის, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის, გაფორმებულია 2016 წლის 22 სექტემბერის N16/02-284 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეწოდება სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრი) არსებული სათანადო ინფორმაცია.

ამ პროგრამის შესაბამისი ბენეფიციარების (2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვი, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირია) დახმარების ადმინისტრირების პრაქტიკამ აჩვენა, რომ სააგენტოსათვის სავალდებულოა სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ დამატებით ინფორმაციაზე წვდომა. კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის N01-31/ ბრძანებით დამტკიცებული  „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამისფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესის და პირობების:

- მე-7 მუხლის თანახმად, ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

- მე-11 მუხლის თანახმადფულადი დახმარება შეწყდება ამ მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის (მათ შორის, მშობლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

კანონმდებლობა ითვალისწინებს ასევე, ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენის გამო არასწორად გაცემული თანხების დაბრუნების პირობებს, რისთვისაც მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს საფუძვლების გარეშე დახმარების გაცემის პერიოდი და დასაბრუნებელი თანხა.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დახმარებაზე უფლების მქონე პირთა მონაცემების დამუშავებისას  სააგენტო უნდა ფლობდეს ინფორმაციას კონკრეტულ თვეში პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის შეწყვეტისა და შეჩერების  თაობაზე.  ამდენად, კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სრულფასოვნად განხორციელებისთვის, საჭიროა შესაბამის პირზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის თაობაზე შემდეგი სახის დამატებითი ინფორმაციის მიღება:

- კონკრეტული თვის 1-20 რიცხვის ჩათვლით ნებისმიერი პერიოდით და ხანგრძლივობით, ამ პირის მიმართ მაღალმთიანის სტატუსის დაფიქსირებისას, კომენტარის ველში აღნიშვნით, პირობითად „1“, სხვა შემთხვევაში - აღნიშვნით პირობითად „0“ (აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა ფულადი დახმარების გადასარიცხად);

-  წინა თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ნებისმიერი პერიოდით და ხანგრძლივობით, ამ პირის მიმართ მაღალმთიანის სტატუსის არ დაფიქსირებისას, კომენტარის ველში აღნიშვნით - პირობითად „1“ (აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა ფულადი დახმარების შეწყვეტისთვის);

- წინა თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ნებისმიერი პერიოდით და ხანგრძლივობით, მაღალმთიანის სტატუსის  ყველა ცვლილების (ცვლილების თარიღთან ერთად), კერძოდ, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის  (და ა.შ.) მითითებით (აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა ფულადი დახმარების დაბრუნებისათვის).  

               ვადასტურებთ, რომ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რაც საფუძვლად უდევს სააგენტოს წინამდებარე მოთხოვნას და ასევე, წარმოადგენს მხარეთა შორის 2016 წლის 22 სექტემბერის N16/02-284  ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე -2 პუნქტი,   საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის N116 ბრძანებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის“ მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტი, „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო  პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის  31 მარტის N262 დადგენილების პირველი  მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები,  ამავე დადგენილებით დამტკიცებული „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლის 11  და მე-42 პუნქტები, ამავე პროგრამის მე-7 მუხლი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობების“  მე-3 მუხლი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“  ქვეპუნქტი).

 ამასთან, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს, რომ სახეზეა სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული, მათ შორის, ამ წერილში აღნიშნული ინფორმაციის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები.

ამდენად, საჭიროდ ვთვლით ამ საკითხებზე მხარეთა შეთანხმებას, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, N16/02-284  ხელშეკრულების მოქმედების პარალელურად, შესაბამის საგანზე ახალი  ხელშეკრულების გაფორმების გზით.

გთხოვთ, თქვენს მოსაზრებებს და შემდგომ ქმედებებს.

 

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე