საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030469827759416

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/28920 11 / აპრილი / 2016 წ.
სს „თელასს“
მისამართი: თბილისი, ვანის ქ.N3


საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბერის N758 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის,  „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით,  მიზანშეწონილად მივიჩნევთ, სააქციო საზოგადოება „თელასსა“ და  სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შორის გაფორმდეს მონაცემების წვდომის თაობაზე მემორანდუმი.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე,  გიგზავნით, სააქციო საზოგადოება „თელასსა“ და  სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შორის, მონაცემების წვდომის თაობაზე,  გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტს. 

გთხოვთ, გაეცნოთ და კომპეტენციის ფარგლებში, გვაცნობოთ თქვენი მოსაზრებები, ამასთან, თანხმობის შემთხვევაში, სააგენტოში წარმოადგინოთ თქვენი მხრიდან ხელმოწერილი ვერსია.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე