| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის დეპარტამენტის დირექტორს ქალბატონ ნინო ინწკირველს ასლი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ბატონ ზაზა სოფრომაძეს სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ნიკოლოზ გაგნიძეს | ||||||||||||||||
ქალბატონო ნინო, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის 2016 წლის 25 მაისს გაფორმებული N16/02-076 ხელშეკრულების საფუძველზე, ხორციელდება სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში დაშვება, კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისათვის და მოცულობით, ამ ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაციის მიღების მიზნით. დღეის მდგომარეობით, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რაც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის ზემოაღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. ამასთან, კვლავ სახეზეა სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაციის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები. აღნიშნული ურთიერთობების შედეგად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისების ეფექტურ და ოპერატიულ ადმინისტრირებას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის აუცილებლობას წარმოადგენს ამ სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება. გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდების შესახებ“ მოქმედ 2016 წლის 25 მაისის N16/02-076 ხელშეკრულებაში, მხარეთა ერთობლივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, განხორციელდეს მასში საჭირო ცვლილებები, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების კუთხით.
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |