|
||||||
|
||||||
|
საყოველთაო
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების მიზნით
სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისათვის გარკვეული
უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
|
||||||
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (შემდგომში-დადგენილება) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №208 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ სსიპ − შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ელექტრონულად მოწოდებულ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის ამავე სამსახურის მიერ კონკრეტულ პირზე წერილობით, ინდივიდუალურად გაცემული წერილობითი დოკუმენტით დაზუსტების/ცვლილების შემთხვევებში, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ (შემდგომში - პროგრამა, დადგენილების N1 დანართი) განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურებაზე ამ პირის უფლების სწორად განსაზღვრის მიზნით, პროგრამის 21-ე მუხლის 13 და 14 პუნქტების გათვალისწინებით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ი. ტაბატაძე) მიენიჭოს უფლებამოსილება, შემოსავლების შესახებ სსიპ − შემოსავლების სამსახურისაგან კონკრეტულ პირზე მიღებული სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, დამოუკიდებლად, დამატებითი მომართვის გარეშე, შეცვალოს ამავე სამსახურის მონაცემთა ბაზების მიხედვით ამ პირისათვის განსაზღვრული „მოსარგებლის კატეგორია“. 2. სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა (ი. ტაბატაძე) უზრუნველყოს სსიპ − შემოსავლების სამსახურისაგან კონკრეტულ პირზე მიღებული სათანადო წერილობითი ინფორმაციის: ა) მატერიალური ფორმით დეპარტამენტში დაცულობა, მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი გადაცემა სააგენტოს არქივისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვის მიზნით; გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (რეგისტრაციის თარიღი და ნომერი) ასახვა შესაბამის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. 3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |