საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030441102818316
№ 04-515/ო 07 / ოქტომბერი / 2016 წ.
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

 

 „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებსაქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის N264 დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის  დანამატის გაცემის წესის და პირობების“ (შემდგომში-წესი) მე-3 მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებისმე-4 მუხლის საფუძველზე,

 

 

1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის  დანამატის (შემდეგშიდანამატი) გაცემასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოთ:

ა) სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ი. ტაბატაძე):

ა.ა) წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  დაწესებულებების და ამ დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის (ექიმი/სოფლის ექიმი, ექთანი/სოფლის ექთანი)  შესაბამისი რეესტრის წარმოებისათვის საჭირო პროგრამით და მისი გამართული მუშაობით უზრუნველყოფა;

ა.ბ) სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის მოთხოვნისამებრ, პროგრამაში შესატანი ცვლილებების ტექნიკური უზრუნველყოფა.

 

) სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტს (. ჯაფოშვილი), უზრუნველყოს:

 

ბ.ა) წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებიდან, სააგენტოს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალიდან და სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებიდან ყოველთვიურად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,  ერთიანი რეესტრის წარმოება;

ბ.ბ)  სხვადასხვა საფუძვლით დანამატის ორმაგად გაცემის გამორიცხვის მიზნით,  სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა ბაზებთან ყოველთვიური შედარება;

ბ.გ) დანამატის დაფინანსებისათვის ერთიანი რეესტრის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა;

 

) სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის   ფილიალს, უზრუნველყონ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ინფორმაციის ყოველთვიურად წარდგენა სააგენტოს ცენტრალური ოფისისათვის, შეთანხმებული ფორმატითა და ვადებში;

დ) სააგენტოს ეკონომიკურ დეპარტამენტ (ლ. მამულაშვილი),  სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტიდან მიწოდებული რეესტრის საფუძველზე, დანამატის დასაფინანსებლად საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

2. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (.გოგოლაძე) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებისათვის აგზავნა.

3. კონტროლ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დირექტორის მოადგილეს, თენგიზ აბაზაძეს.

4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
ზაზა სოფრომაძე